ახალი ამბები
კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)
სახლი, სადაც ბადრი ესებუა დღეს, გამთენიისას დააკავეს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარეობს. დილიდან აქ პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.სახლი ადგილობრივ მცხოვრებს, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის. ის აქ ხანდაზმულ ცოლთან ერთად ცხოვრობს. ისინი პოლიციამ ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გამთენიისას დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

მამაკაცი ვის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

ბადრი ესებუას უფლებადამცველი დღეს შეხვდება

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შსს ბადრი ესებუას დაკავებას ადასტურებს (ვიდეო)

ბადრი ესებუა დააკავეს

Print