რეგიონი
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული და ორწლიანი ძებნის შემდეგ დაკავებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. ამის შემდეგ ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბრალს არ აღიარებს საქართველოს ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით. არსებობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე და ამიტომ იმალებოდა”, - თქვა ჯანაშიამ.

ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფებიან ჯიქიების ოჯახის წევრები. ეს ის ოჯახია, სადაც გამთენიისას ესებუა აიყვანეს.

ამავე თემაზე:

შსს ბადრი ესებუას დაკავებას ადასტურებს (ვიდეო)

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მამაკაცი ვის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)

ბოლო წლებია, ჩემი შვილი თვალით არ მინახავს - ბადრი ესებუას მამა





Print