რეგიონი
ესებუას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, პერიოდულად იყო აფხაზეთში - ადვოკატი
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ბრალდებული იძებნებოდა, მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.

სოსო ჯანაშია განმარტავს, რომ ძებნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პერიოდულად გადადიოდა. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებებში ფული არ არის.

გარდა ამისა, შესაძლოა, პატიმარი ესებუა ქუთაისის ციხიდან თბილისის, გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გუშინ დააკავეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა

ჯიქიებმა, რომელთა სახლშიც ესებუა დააკავეს, პოლიციის შენობა დატოვეს - ადვოკატები

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

ბოლო წლებია, ჩემი შვილი თვალით არ მინახავს - ბადრი ესებუას მამა

კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)

Print