ახალი ამბები
ფოთის ერთ-ერთ სკოლაში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ამის მიზეზი ძლიერი ქარია, რომელმაც სკოლის შენობის სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას ინფორმაციით, შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე აღდგება.

ქორქიას განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყება.
Print
თეგები: სკოლა / ფოთი / ქარი /