ახალი ამბები
ხობში ქალის ცხედარი იპოვეს - მას დაზიანებები აღენიშნება
ხობის სოფელ ხამისკურში ქალის ცხედარია ნაპოვნი. ადგილობრივების ინფორმაციით, მას დაზიანებები აღენიშნება. უცნობია, არის თუ არა იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
Print