Error
რეგიონი
სოხუმში რუსი დიპლომატი მოკლეს
სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი მისი სახლის ავტოფარეხის წინ, თავში ტყვიის გასროლით, დღეს დილით, დაახლოებით 8:30 საათზე მოკლეს. ასევე დაიჭრა რუსი დიპლომატის მეუღლე, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. დეფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. www.bbc.co.uk
Print