ახალი ამბები
ენგურზე აფხაზმა მებაჟეებმა "კონტრაბანდის" სახით სანელებლები და ტყლაპი ამოიღეს
ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე "კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს" თანამშრომლებმა სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ხელბარგიდან "კონტრაბანდის" სახით, სანელებლები (სულ 14 შეფუთვა, ჯამური წონით 14,5 კგ) და ხილის ტყლაპი (სულ 200 ფურცელი), ასევე პორტატული ელექტროსადგურის კომპლექტი მზის პანელით, ამოიღეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

გამოცემის ცნობით, საუბარია "შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა".


Print