ახალი ამბები
ფოთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
ფოთის მერიის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა მორიგი აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად იმართება. 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის მაისიდან კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული. მისი ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების ინფორმაციით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
Print