ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე ისევ შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია

უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნული გზის კმ30-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, მოხსნილია.

რაც შეეხება საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print