რეგიონი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 თებერვლამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სააგენტოს პროგნოზით,  მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
Print