ახალი ამბები
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება - სოხუმი
სოხუმსა და მოსკოვს შორის "ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების" რატიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. მანამდე კი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან კონსულიტაციებს მართავს. ინფორმაციას "საგარეო უწყება" ავრცელებს. მათივე ცნობით, "ხელშეკრულება რომლის რატიფიცირება აფხაზეთმა 2022 წლის 30 დეკემბერს მოახდინა, ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან".

"შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პირობებს და განცხადების წარდგენის წესს დაადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას" რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ ხელი მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შემოღებას".


ამავე  თემაზე:

მოსკოვი და სოხუმი რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე შეთანხმდნენ



Print