ახალი ამბები
წალენჯიხელმა ტანმოვარჯიშემ ესტონეთში გამართულ შეჯიბრში გაიმარჯვა
ესტონეთში, ქალაქ ტარტუში მიმდინარე მხატვრული ტანვარჯიშის შეჯიბრში წალენჯიხელმა 8 წლის ალექსანდრა ძიძარიამ პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, მოზარდმა 18 ტანმოვარჯიშეს შორის იასპარეზა და A კატეგორიაში, თავისი ასაკის ბავშვებში გაიმარჯვა.

"ალექსანდრა მხოლოდ ერთი წელია,რაც მხატვრული ტანვარჯიშით არის დაკავებული.ვარჯიშობს ყოველ დღე, 8-9 საათის განმავლობაში. ის გახლავთ, კლუბ "პირველების" სპორტული ჯგუფის სრულფასოვანი წევრი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნორჩ სპორტსმენს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს", - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


Print