ახალი ამბები
"ვაჩუქოთ ერთი დღე ქალებს" - ასოციაცია "იმედის" ღონისძიება ზუგდიდში
ზუგდიდში ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვას სახელწოდებით "ვაჩუქოთ ერთი დღე ქალებს" ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ უმასპინძლა.დამთვალიერებლებს გალერეის დარბაზში იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.ამასთან, ზუგდიდის სამუსიკო სკოლისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "ჩვენ გვენატრება აფხაზეთი".ორგანიზატორების განმარტებით, გამოფენა-გაყიდვის მიზანია ადგილობრივი ქალების გაძლიერება და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაცია. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ.
Print