ახალი ამბები
მარტვილში დედის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს
მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს. მამაკაცი შსს-ს თანამშრომლებმა მას შემდეგ აიყვანეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით არ იყო გარდაცვლილი და მას დაზიანებები თავის არეში ნაჯახით ჰქონდა მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქალი ორი დღის წინ გარდაიცვალა, მისი შვილი კი საგამოძიებო უწყებამ დღეს დააკავა.


Print