ახალი ამბები
21 მარტამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ცნობით, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

მათივე განმარტებით, 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
Print