ახალი ამბები
სოფელ ობუჯში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თამარ ბელქანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ხანძრის შედეგად ბელეტაჟის ტიპის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, სავარაუდო მიზეზი კი ძველი ელექტროგაყვანილობაა.

,,ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, ერთი ტელევიზორის გამოტანა შეძლეს, დანარჩენი ყველაფერი დაიწვა, ტანსაცმელიც კი მეზობლებმა მისცეს. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამა, ეს გულისხმობს დამწვარი სახლის ფულად ანაზღაურებას, არის საკმაოდ დიდი თანხა 20 000 ლარამდე, როგორც კი დაიდება სახანძროს დასკვნა, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლი და შესაბამისი საბუთები შედგება, აუცილებლად აუნაზღაურდებათ ამ თანხის ფარგლებში’’, - ამბობს ის.

მისი თქმით დაზარალებული ოჯახი დროებით მეზობლებმა შეიფარეს, შემდეგ კი წალენჯიხის მერია მათ ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს.

ხანძრის ლიკვიდრება მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს, თუმცა ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხრდა.


Print