ახალი ამბები
ააიპ-ის შენობის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მერიამ 320 ათასი ლარი გამოყო
გორის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მერიამ 320 ათასი ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში განუმარტეს, რეაბილიტაციის შემდეგ შენობა, სადაც ახლაც ააიპ კეთილმოწყობის სამსახურია განთავსებული, ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის გამოიყენება.


სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა უზრუნველყოს შენობის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვა, ელექტროსისტემისა და წყალ-კანალიზაციის მოწყობა, გათბობა-გაგრილების სისტემისა და ვიდეოკამერების მონტაჟი, ადაპტირება შშმ პირებისთვის. რაც შეეხება ფასადზე არსებულ მოზაიკურ პანოს, ამავე ინფორმაციით, მას ჩაუტარდება სარესტავრაციო სამუშაოები.

ტენდერში წინადადებები 31 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.

Print