ახალი ამბები
სამეგრელოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 2 კი ამხილეს
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ზ.კ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ამასთან, ორი პირი - 1990 წელს დაბადებული დ.ა. და 1963 წელს დაბადებული ვ.ა. კი ამხილეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მათი საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო სივრცის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, პისტოლეტი, 6 შაშხანა, 18 ვაზნა და 2 მჭიდი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print