ახალი ამბები
სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლებს შორის 3 სამეგრელო - ზემო სვანეთიდანაა
თბილისში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია - გამოფენაზე, დღეს, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები გამოავლინეს.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით წლის წარმატებული სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის პედაგოგი - მელორ ცქვიტაია დასახელდა, სენაკის მუიციპალიტეტის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი - ნინო ფარულავა, სამოქალაქო განათლების საქმიამობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯოლდოვდა, ხოლო სასკოლო - სამოქალაქო კლუბის წლის საუკეთესო მეურვის სიგელი ფოთის #2 საჯარო სკოლის პედაგოგს - შალვა სარდალიშვილს გადაეცა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონებიდან ჩასული 200 - მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ესწრებოდა. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ - ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიება USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამეგრელოს რეგიონში პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ათინათი".


Print