ახალი ამბები
მესტიის გზაზე უხვი ნალექის გამო მოძრაობა შეფერხებულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, ეწ "შავღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, უხვი ნალექის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის შეფერხებით მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები.
Print