ახალი ამბები
ქვისცვენის გამო მესტიის გზებზე შეზღუდვებია
ქვისცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამავე საავტომობილო გზის მესტია-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print