ახალი ამბები
2022 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები სამეგრელოში - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა:

2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ რეგიონში 2 836 შეადგინა, რაც 367-ით ნაკლებია 2021 წლის იგივე მონაცემთან.

ამასთან, დაფიქსირდა 4 873 გარდაცვალების შემთხვევა. შედარებისთვის, 2021 წელს ეს რიცხვი 5 578 იყო.

სამეგრელოში 2022 წელს 2 164 რეგისტრირებული ქორწინება აღირიცხა. შარშანწინ 256-ით ნაკლები.

რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 1 391 ერთეული შეადგინა, რაც 422-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
Print