ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილები და სოციალურად დაუცველები ბინებს ითხოვენ
ზუგდიდში, ე.წ. შონიას ტექნიკუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი სოციალურად დაუცველი პირები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ. სულ ასეთი 50-მდე ოჯახია. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სხვადასხვა უწყებისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ ბინები ამ დრომდე არ გადაცემიათ. მათივე თქმით, შენობაში საცხოვრებლად უმძიმესი პირობებია, მით უფრო მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით გამოთქვეს უკმაყოფილება და გამრიცხველიანების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.



დევნილები და სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მიიღეს პირობა ადგილზე მომავალ კვირაში კომიისიის წევრების ვიზიტის შესახებ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმებსა და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.


Print