ახალი ამბები
ხობელმა მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ თავი მოიკლა
ხობის რაიონის სოფელ ქარიატას მცხოვრებმა 47 წლის მამაკაცმა საკუთარ ცოლს 33 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა შემდეგ კი თავი მოიკლა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით იმერეთში, სოფელ ბანოჯაში მოხდა. მიცვალებულის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე ხობში, საკუთარ სახლში ჩამოასვენეს, რაც შეეხება ქალს, ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print