ახალი ამბები
ენგურზე "მებაჟეებმა" აფხაზეთისკენ მიმავალი მანქანიდან ტუიას, ნაძვის და კალისტემონის ნერგები ამოიღეს
ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე აფხაზმა "მებაჟეებმა" სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან "მცენარეთა კარანტინს დაქვემდებარებული" 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს, წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის ცნობით, საუბარია "შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა".

სოხუმმა ქართული მცენარეული პროდუქციის "იმპორტზე" დროებითი შეზღუდვა 2018 წელს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.

Print