ახალი ამბები
სოხუმმა ისევ მოითხოვა "აფხაზური პასპორტის" სამოგზაურო დოკუმენტად აღიარება
აფხაზურმა დელეგაციამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57- ე რაუნდზე, სხვადასხვა ჰუმანიტარული, მათ შორის, "განათლების წვდომის და სამედიცინო უზრუნველყოფის" საკითხების განხილვისას, კიდევ ერთხელ მოითხოვა "აფხაზური პასპორტებით" მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამოგზაურო დოკუმენტები.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი "რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე რუსული პასპორტების გაცემის შესახებ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის... ეს ასევე გამომდინარეობს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებიდან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ". ინფორმაციაში განმარტებულია, რომ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებზე გაცემული რუსული პასპორტები არ ჩაითვლება ძალაში ვიზის მისაღებად და შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57 - ე რაუნდი 2023 წლის 4 და 5 აპრილს აპრილს გაიმართა.


ამავე თემაზე:

ქართული პასპორტი თუ დროებითი სამგზავრო დოკუმენტი აფხაზებისთვის - ევროსაბჭოს გადაწყვეტილება და შეფასებები






Print