ახალი ამბები
ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის დასახელდა
კულინარიული გზამკვლევი Taste Atlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ასახელებს. გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა მეგრული, სვანური, გურული, აჭარული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ესა თუ ის სახეობა.

Taste Atlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი. პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.
Print