ახალი ამბები
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მოსაზღვრე მხარის დესტაბილიზაციის კონტექსტში მივიღეთ - ლატიპოვი
სოხუმში აცხადებენ, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვტილება "მოსაზღვრე მხარის დესტაბილიზაციის კონტექსტში" მიიღეს, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის" უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.

"შეზღუდვების კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის, მათი მოხსნის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე", - აღნიშნა მან.

უკვე მეორე დღეა, რაც ენგურის ხიდი ცალმხირვად, ხოლო საბერიო - ფახულანის საფეხმავლო გადასასვლელი, ორმხრივად არის ჩაკეტილი. 

გალის მცხოვრებლებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მათთვის ენგურზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზური მხარე ამას თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ აქციას და უსაფრთხოების ზომებს უკავშირებს.

ამ ეტაპზე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთა მოქალაქეებს ცალმხრივად, ანუ გალის მიმართულებით შეუძლიათ. ასევე, ე.წ. საგუშაგოზე ატარებენ ენგურჰესის თანამშრომლებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს.




Print