ახალი ამბები
სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვება - ტრანაპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი.

"ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია",-ვკითხულობთ განცხადებაში.
Print