რეგიონი
ლიხნიში "აფხაზების სულიერ სიბოლოდ" მიჩნეული ცაცხვი დააზიანეს
სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს. მასზე ჩანს სოფელ ლიხნიში მდებარე კავკასიური ცაცხვის ხე, რომელიც უცნობმა პირებმა ხერხით დააზიანეს.

აფხაზმა ეკოლოგმა რომან დბარმა ფაქტი ვანდალიზმად შეაფასა და განაცხადა, რომ ხე, რომელიც სავარაუდოდ 150 წელზე მეტი ხნისაა და რომელსაც აფხაზები "სულიერ სიბოლოდ" მიიჩნევენ, დიდი ალბათობით, ვერ გადარჩება.

"ლიხნის ჭალა აფხაზებისთვის ისტორიული ადგილია. ამ ხესთან ხალხი იკრიბებოდა ქვეყნისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებისას. ის ხალხის გამძლეობისა და სულისკვეთების სიმბოლოა", - განაცხადა ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვანდალიზმის აქტი დაგმეს დე ფაქტო ხელისფულების წარმომადგენლებმა და ე.წ. პარლამენტის დეპუტეტბმა.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ მომხდარი ტერორისტულ აქტს შეადარა და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა, ყველა საჭირო ზომა მიიღონ დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად.

"ყველამ იცის ამ ადგილის - ლიხნაშტას მნიშვნელობა. ძალიან ცუდი რამ მოხდა, რაც ტერორისტულ აქტს შეედრება. ეს პროვოკაციაა... დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა მან.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სპეიცალისტები ხის გადარჩენის გზებს ეძებენ.  






Print