რეგიონი
Wizz Air აფხაზეთის სახელმწიფოდ მოხსენიების გამო ბოდიშს იხდის
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოდიშს იხდის საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო.
Wizz Air აცხადებს, რომ ავიაკომპანიამ აღნიშნული უხეში შეცდომა ონლაინ ვერსიაში უკვე გამოასწორა და მიმდინარეობს ბეჭდური ვერსიის გასწორება, რაც მათი განმარტებით შედარებით მეტ დროს მოითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასევე ავიაკომპანიამ მედიის საშუალებით ბოდიშიც მოიხადა.

,,გვინდა ბოდიში მოვიხადოთ საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ, რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია, ხოლო ბეჭდური ვერსია მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტისა და რუკის შესწორებული ვარიანტით რაც შედარებით მეტ დროს მოითხოვს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად,-"ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩვენთვის, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიისთვის და ავიაკომპანია Wizz Air-ის სტრატეგიული პარტნიორისთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას'', - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.


Print