ახალი ამბები
ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებისა და უცხოელ ინვესტორებზე გადაცემისგან დაცვის ახალი მექანიზმი შეიქმნება - აფხაზი დეპუტატი
აფხაზეთის ე.წ. "სახალხო კრებამ" ელექტროენერგეტიკის შესახებ "კანონში" ცვლილებები შეიტანა, რომელთა თანახმად, "ეროვნული ენერგეტიკული სექტორის პრივატიზებისა და უცხოელ ინვესტორებზე გადაცემისგან დაცვის" კიდევ ერთ მექანიზმი შეიქმნება. ამის შესახებ "ეხო კავკაზას" აფხაზმა ექს - დეპუტატმა, გარი კოკაიამ უთხრა. კოკაიას თქმით, ამ საკითხის წამოწევა ვარდნილ ჰესების იჯარით შესაძლო გაცემის საკითხს უკავშირდება.

მისივე თქმით, "პრივატიზაციის არსებულ აკრძალვას დაემატა პარლამენტთან კოორდინაციისა და ობიექტების ქირავნობის გადაცემის მოთხოვნა", რაც  იმას ნიშნავს, რომ "პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე ასეთი ობიექტების იჯარით გაცემაც კი აღარ იქნება შესაძლებელი... მაგალითისთვის, მან განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში, "ჩერნომორენერგოს" დირექტორს, მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით, ერთი ხელმოწერით შეეძლო დიფერენციალური ჰესების იჯარით ხანგრძლივი ვადით გადაცემა".

ცოტა ხნის წინ, აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორემერგოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რამინ ზინგიშვილმა დატოვა თანამდებობა, ის შეცვალა ტიმურ ჯინჯოლიამ,, რომელიც კომპანიის მეექვსე ხელმძღვანელი გახდა სამი წლის განმავლობაში.

აფხაზური მედიის თანახმად, ზინგიშვილის გათავისულფება ვარდნილი ჰესი 2 - ის იჯარით გაცემის საკითხს უკავშირდება, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო ამ კავშირს უარყოფს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო ქონების კომიტეტი და "ჩერნომორენერგო" აფასებენ ვარდნილჰესის მდგომარეობას და იჯარის ხელშეკრულებაზე მუშაობა გრძელდება".



Print