ახალი ამბები
ენგურზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა საქონლის "უკანონო" გადატანის 4 მცდელობა აღკვეთეს
2023 წლის I კვარტალში ოკუპირებული აფხაზეთის "ადმინისტრაციული საზღვრის" კვეთისთვის 150 მეტი "სამართალდამრღვევი" დააკავეს. ე.წ სუს-ის ინფორმაციით, "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო "სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 3 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ".

"უწყების" ცნობით, ამავე პერიოდში, მათ სამგრელო - აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 4 მცდელობა აღკვეთეს.

"ამოღებულია, 180 000 რუბლის ოდენობის 500 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია, უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Print