ახალი ამბები
ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნები მიმდინარეობს
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის დეპუტატის არჩევნები მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევს.

არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობენ.

ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.

ხმის მიცემის პროცესი უბნების ნაწილში ელექტრონული ფორმით მიმდიმარეობს. საოლქო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, ყველა უბანი დროულად, ექსცესების გარეშე გაიხსნა.

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა.

ამავე თემაზე:

"ქართულმა ოცნებამ" ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხახუბია წარადგინა

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს

Print