ახალი ამბები
,,ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს’’ - გიორგი ხახუბია
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან’’ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში, მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ხმა სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.

,,ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას. ვთხოვ ჩვენს მომსახლეობას, ამომრჩეველს არ დავიზაროთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. თოთოეული თქვენმგანის ხმა ძვირფასი და მნიშვვნელოვანია პირადად ჩემთვის’’, - აღნიშნა გიორგი ხახუბიამ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საარჩევნო რეფორმების ფარგლებში.

გიორგი ხახუბია ყოფილი მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას შვილია, რომელიც 2022 წლის 27 ოქტომბერს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სწორედ მას შემდეგ გახდა ამ ოლქში არჩევნების ჩატარება საჭირო. მიმდინარე წლის 22 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ხახუბია წარადგინეს.

ამავე თემაზე:

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნები მიმდინარეობს

Print