ახალი ამბები
ფოთში, ხობსა და სენაკში საარჩევნო უბნები დაიხურა
ფოთში, ხობსა და სენაკში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. 20 საათზე, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველა უბანი დაიხურა. მისივე თქმით, ელექტრონული ხმის მიცემის დროს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა, ამას არჩევნების მიმდიმარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება აქტივობას, საოლქოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოლქში ამომრჩეველთა საშუალო დონის აქტივობა იყო.

ამ წუთებში უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მომდინარეობს.

ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდა.

არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობდნენ.

ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა.

მავე თემაზე:

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნები მიმდინარეობს

მიცვალებულები ჰყავთ სიაში - მაჟორიტარობის კანდიდატი

,,ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს’’ - გიორგი ხახუბია




Print