ახალი ამბები
პირველადი მონაცემებით, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი გიორგი ხახუბია გახდა - ქართული ოცნება
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი, პირველადი შედეგებით, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ხახუბია გახდა. არჩევნების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთანავე აპირებს დაიწყოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომოცხადა. ეს არის ის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს და საშუალებას მაძლევს, რომ უკეთ ვიმუშაო იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიდიოდა მშვიდად. ადგილი არ ჰქონდა რაიმე გადაცდომას. ასევე მინდა მივულოცო “ქართული ოცნების” თითოეულ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში”,- თქვა ხახუბიამ.

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიგინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხახუბიამ 27000-ზე მეტი ხმა მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 4 ათასით აღემატება.

ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივი მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოში ორი კანდიდატიდან საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდა.

არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობდნენ.

ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა.

ამავე თემაზე:


ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნები მიმდინარეობს

მიცვალებულები ჰყავთ სიაში - მაჟორიტარობის კანდიდატი

,,ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს’’ - გიორგი ხახუბია

ფოთში, ხობსა და სენაკში საარჩევნო უბნები დაიხურა
Print