რეგიონი
აპრილში უაქციზო თამბაქოს უკანონო შენახვა - გადაზიდვის 103 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა - გადაზიდვის 103 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 6 658 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი, მათ შორის 12 აიქოსი.


"50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

1 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

52 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები."- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
Print