ახალი ამბები
ენგურზე მოქალაქის ბარგიდან "კონტრაბანდის" სახით ცხოველთა ვაქცინაციის პრეპარატები ამოიღეს
სამეგრელოდან აფხაზეთისკენ მიმავალმა მოქალაქემ ცხოველთა ვაქცინაციისთვის საჭირო "არადეკლარირებული" პრეპარატების აფხაზეთში შეტანა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საბაჟო კომიტეტის" პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ენგურის ე.წ საბაჟო გამშვებ პუნქტზე "კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა" მის ხელბარგში ძაღლების დაავადებების პროფილაქტიკისთვის საჭირო ვაქცინის 366 და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ფლაკონი იპოვეს.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყველა მასალა საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე აკრძალვა.


Print