ახალი ამბები
ენმ-ს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს 20 მაისამდე აირჩევენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ პარტიის ოფისსში გამართულ ბრიფინგზე თავჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მზად ვიყოთ ყველა განვითარებული პროცესებისათვის, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, ასევე იცით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში. პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს.

ენმ-ში პარტიული სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი და გასაძლიერებელი იწყება შიდადემოკრატიული სარჩევნო პროცესი“, - აცხადებენ ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიაში.

მათივე ცნობით, 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გასტანს ენმ-ის რაიონული ორგანიზაციების თავმდჯომარეობის მსურვლების კანდიდატების რეგისტრაცია.

9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება დაარეგისტრირონ საკუთარი მომხრეთა სია, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. 14-16 მაისს არჩევნების მონაწილე ყველა მხარეს ექნება დრო და საშუალება გადახედოს და გადაამოწმოს საარჩევნო ერთიან ე.წ. სამაგიდო სია. 17-20 მაისს განსაზღვრული გრაფიკით ყველა რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდება არჩევნები.


Print