ახალი ამბები
ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის სტატუსი გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 - ის გლობალური ჯანდაცვის საგანგებო ვითარება დასრულებულად გამოაცხადა. ამის

შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პარასკევს გამართულ პრეს- კონფერენციაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, ორგანიზაციის განსაკუთრებული ვითარებების კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა მას ჯანდაცვის სფეროში გლობალური განსაკუთრებული ვითარების დასრულების შესახებ გამოეცხადებინა და მან ეს წინადადება მიიღო.
„დიდი იმედით ვამბობ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური განსაკუთრებული ვითარება ჯანდაცვის სფეროში“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ COVID-19 მთლიანად არ გამქრალა.

გებრეიესუსის თქმით, ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პანდემია კლებისკენ მიდიოდა და „ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების საშუალება გაჩნდა.“ შემდეგ კი ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა: „ამიტომ, დიდი იმედით ვაცხადებ, რომ კოვიდ-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, დასრულდა.“

განცხადება გაკეთდა სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც 2020 წლის 30 ივნისს, გებრეიესუსმა გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 10 ათასზე ნაკლები შემთხვევა, მეტწილად ჩინეთში იყო აღრიცხული. მას შემდეგ, ამ ავადმყოფობამ მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 1 მილიონი მხოლოდ შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, წერს „ამერიკის ხმა“.

„კოვიდ-19“ - ის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირველი ასეთი საერთაშორისო ღონისძიება იყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქება მოხდა.


 

Print