ახალი ამბები
სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების დღე "უკვდავი პოლკის" აქციით აღნიშნეს

სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წელი, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, "უკვდავი პოლკის" აქციით აღნიშნეს. მსვლელობის მონაწილეებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების პორტრეტები მიჰქონდათ.

აქცია უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან დასრულდა, რომელიც ყვავილებით შეამკეს. წერს "აფსნიპრესი". ამავე ცნობით, "უკვდავი პოლკის" აქცია აფხაზეთში უკვე მერვედ იმართება. სოხუმი მას 2015 წელს შეუერთდა. მოძრაობა 2012 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში დაარსდა.

მანამდე, სოხუმში კრემლის კედელთან ანთებული "მარადიული ცეცხლის" ნაწილი ჩაიტანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ხსოვნის ცეცხლს" რესპუბლიკის რაიონებსა და ქალაქებში გადაანაწილებენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალებთან მიიტანენ.



Print