ახალი ამბები
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა და მეზობელი ბრალს არ აღიარებენ
ადვოკატების ინფორმაციით, სამეგრელოში მომხდარ მძიმე დანაშაულში ბრალდებული 47 წლის და 28 წლის მამაკაცები დუმილის უფლებას იყენებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ არასრწულოვანი გოგონას გაუპატიურებაში. 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდება მის მამას და მეზობელს წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ წარედგინათ.

მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი გუშინ დააკავა.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში მამას შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი მამაკაცი დააკავეს









Print