ახალი ამბები
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, შესაძლებელია სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოს განმარტებით, 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიო'', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print