ახალი ამბები
სვანეთში თოვლი მოვიდა
დღეს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში თოვლი მოვიდა.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

უშგული ზღვის დონიდან 2060 – 2200 მეტრზე მდებარეობს.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.




Print