ახალი ამბები
2023 წლის პირველ კვარტალში 121 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ კვლევით, დროის ამ მონაკვეთში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, რომელთაგან 42.2 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6 პროცენტი - ღორი, ხოლო 7.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთაგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3.8 პროცენტი იყო განთავსებული.

„ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ. ლარის ღირებულების (21.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5 პროცენტი“, ვკითხულობთ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კვლევის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, მათგან 8.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.


Print