ახალი ამბები
წალენჯიხაში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის არჩევნები კვირას გაიმართება
კვირას, 21 მაისს წალენჯიხაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. მსურველები საკუთარ არჩევანს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ. ოპოზიციური პარტიის წალენჯიხელი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაგან ერთი ადგილობრივი მერიის ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა, მეორე კი სოფელ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში ბაჩო ქანთარიაა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, აქ რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარეობის პოსტზე თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობაზე თითოეულ მათგანს დელეგატები ელექტრონულად აირჩევენ. პარტიის ცნობით, ელექტრონული კონფერენციების დელეგატობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვებგვერდზე 2023 წლის 20 მაისის 24:00 საათამდე შეეძლებათ.

ზუგდიდში "ენმ"-ს  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი მოქმედი თავმჯდომარე ანა წითლიძეა, ჩხოროყუში - ასევე მოქმედი ხელმძღვანელი რამაზ გულუა, აბაშაში - დავით დარცმელიძე, მარტვილში - ზაალ გოროზია, სენაკში - ლაშა კუჭავა, ფოთში - დავით ხომერიკი, ხობში კი - ცოტნე ვართაგავა.

ხობსა და წალენჯიხაში მოქმედმა თავმჯომდარეებმა პოსტი პროტესტის ნიშნად გასულ კვირაში დატოვეს. 


ამავე თემაზე:

ვინ არიან სამეგრელოში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატები
Print