ახალი ამბები
პარლამენტმა ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარის უფლებამოსილება ცნო
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო.

ხახუბიამ 29 აპრილს გამართულ შუალედური არჩევნებში გაიმარჯვა.

არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გიორგი ხახუბია და კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი ბესიკ წულეისკირი მონაწილეობდნენ.

ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი წარმომადგენლები არ დაუსახელებიათ.

ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია ტრაგიკულად დაიღუპა. 

Print