ახალი ამბები
დადიანების მუზეუმში შესვლა დღეს უფასო იქნება
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დათვალიერება მთელი დღის მანძილზე უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ამავე ცნობით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ სამეჯლისო დარბაზში გაიმართება გამოფენა "ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია". 

"18 მაისი, 1977 წლიდან აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დამთვალიერებელს უმასპინძლებს უფასოდ. 2017 წლიდან, ამ დღეს ემთხვევა ეროვნული სამოსის დღე, გამომდინარე აქედან, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, დადიანების სასახლეები ვხვდებით გამოფენით "ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.





Print