ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „არასათანადოდ“ ჩაცმას კრძალავენ
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტარები განიხილავენ „კანონპროექტს“, რომლის თანახმადაც ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის „არასათანადოდ“ ჩაცმა უნდა აიკრძალოს.

როგორც ოკუპირებულ რეგიონში მომუშავე მედია იუწყება, ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა და გადაწყდა, რომ „კანონპროექტს“ დე ფაქტო პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს.

ამის შემდეგ კი აფხაზეთში მყოფებს საზოგადოებრივი თავშეურის ადგილებში „შეუსაბამოდ“ ჩაცმა აეკრძალებათ.

იდეის ავტორები არ მიუთითებენ, რას ნიშნავს "არასათანადო ჩაცმა".


Print